ლოს-ანჯელესში, დემონსტრაციაზე ისრაელის მომხრე და მოწინააღმდეგე აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ლოს-ანჯელესში, დემონსტრაციაზე ისრაელის მომხრე და მოწინააღმდეგე აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის მხარდამჭერებმა დემონსტრაცია ერთ-ერთ სინაგოგასთან გამართეს, სადაც ასევე მივიდნენ პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტები და ისრაელის მხარდამჭერებს სინაგოგაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მალე ფიზიკურ შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
