ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დაახლოებით მილიარდ ნახევარი ევროს სამხედრო დახმარება გაყინული რუსული აქტივებიდან დაგროვებული შემოსავლებიდან გამოუყონ
„პოლიტიკო“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს სამხედრო დახმარების პირველი ტრანში იქნება, რომელიც საბრძოლო მასალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების პირდაპირი შესყიდვისთვის გამოიყენება. გაყინული რუსული აქტივებიდან აღებული თანხა უკრაინის დახმარების ფონდის საშუალებით ჩაირიცხება.
