სოფელ გომარეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი გომარეთობა აღინიშნება
სოფელ გომარეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი გომარეთობა აღინიშნება. მოეწყო ხატვისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი და თექის ნამუშევრები. სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ საპატიო გომარეთელებს. ღონისძიება ქართული ხმების კონცერტით დასრულდა.
