GWP-ში აცხადებენ, რომ აბონენტებს წყალმომარაგება დღეიდან ეტაპობრივად აღუდგებათ
GWP-ში აცხადებენ,რომ აბონენტებს წყალმომარაგება დღეიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. წყლის მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია, მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა. ამის შემდეგ კი დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით.
