საპროცედურო საკითხთა კომიტეტში პარლამენტის წევრების კითხვებზე რეაგირების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტში პარლამენტის წევრების კითხვებზე რეაგირების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს. მონიტორინგი 2024 წლის პირველი მარტიდან 31 მაისის პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის წევრებს, პრემიერ მინისტრს, სამინისტროებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს დეპუტატების მხრიდან 342 კითხვა გაეგზავნათ, პასუხი 272 კითხვაზე მიიღეს. ითქვა, რომ დინამიკა წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა უკეთესი შედეგის მისაღწევად პარლამენტი მთავრობასთან კომუნიკაციას განაგრძობს.
