პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს არ გააცდინონ სამსახური
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს, არ გააცდინონ სამსახური. შალვა პაპუაშვილი მიმდინარე სასესიო კვირაში ოპოზიციის მიერ საპარლამენტო განხილვებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორი პრაქტიკაა, როცა საკითხის მითითების გარეშე დეპუტატი სესიაზე დასწრებაზე უარს ამბობს.
