28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა
28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. 171 გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ყველა სფეროს. მოხსენების საკმაოდ ვრცელი ნაწილი ეთმობა საგარეო პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და გამოწვევებს. აქცენტია გაკეთებული ოკუპაციაზე და ნათქვამია, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ისაუბრებს ასევე ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესზე, ცხრა ნაბიჯის შესრულებასა და დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. პრემიერის ანგარიშში საუბარია ეკონომიკურ ზრდაზე და შავი ზღვის კაბელის სტრატეგიული მნიშვნელობაზე.