ატლანტიკური საბჭოს გლობალურ რეიტინგზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება
„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა, კეთილდღეობის შეფასებით კი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე გაიყვანა. 2012 წლის შემდეგ „თავისუფლების“ შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროპაში პირველ პოზიციაზეა, ხოლო 2012 წლის შემდეგ „კეთილდღეობის“ შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. თავისუფლების დონით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს უსწრებს. ორგანიზაცია თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საკუთრების უფლება. თავისუფლების შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით საქართველომ 73,38 მეასედი პროცენტი მიიღო. რაც შეეხება თავისუფლების სარეიტინგო პოზიციას, 2012 წლის შემდეგ საქართველო რეიტინგში 21 ადგილით დაწინაურდა და იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომელთაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად შეძლეს რეიტინგის გაუმჯობესება. კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ კეთილდღეობის ინდექსში, სადაც შეფასების ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
