"ქრონიკის" ინფორმაციით "ნაციონალურმა მოძრაობა"მ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო, მომლაპარაკებელი ლევან ხაბეიშვილია
"ქრონიკის" ინფორმაციით "ნაციონალურმა მოძრაობა"მ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო, მომლაპარაკებელი ლევან ხაბეიშვილია. ჩვენი ინფორმაციით, ის უკვე ესაუბრა კახა ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლეიშვილს, ცეზარ ჩოჩელსა და ზაზა ოქუაშვილს, რომლებიც, სიაში ჩასმის სანაცვლოდ, "ქრონიკის" ინფორმაციით, ორ-ორ მილიონ დოლარს გადაიხდიან. ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ დამატებით ორ მილიონს კიდევ მოიზიდავს სიაში ჩასმული არაპარტიული დეპუტატებისგან და ჯამში 10 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც, მათი თქმით, საკმარისი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. გავრცელებულ ინფორმაციაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" დღის ბოლოს "ქრონიკის" სატელეფონო ზარს მხოლოდ გიორგი ბოტკოველმა უპასუხა. ის ამბობს, რომ საარჩევნო სიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა კონკრეტულ შეკითხვებს არ პასუხობს. განცხადება გაავრცელა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ფინანსურ კრიზისთან ერთად "ნაციონალურ მოძრაობას" ადამიანური რესურსის კრიზისიც აქვს.
