ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი მიიღო
ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი მიიღო. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეკონომიკური და ინდივიდუალური შეზღუდვები მორიგი დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისა და მათ წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში მის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს ახანგრძლივებს. ევროპული საბჭოს მიერ მიღებული სანქციების მე-14 პაკეტის სამიზნე რუსული ეკონომიკის, მათ შორის ენერგო, ფინანსური და სავაჭრო სექტორია. აიკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტირებული რუსული თხევადი გაზის მესამე ქვეყნებში რეექსპორტი. ჯამში, შემზღუდავი ზომები 116 ინდივიდსა და სუბიექტს შეეხება.
