არეულობა დაღესტანში
დაღესტანში პოლიციის პოსტებზე, ეკლესიებსა და სინაგოგაზე თავდასხმების შედეგად, ბოლო ცნობით, 19 სამართალდამცველი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ლიკვიდირებულია 6 შეიარაღებული მამაკაცი. ოფიციალური ვერსიით, ქალაქ დერბენტსა და მაჰაჩყალაში თავდასხმები კოორდინირებულად მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგოყალის რაიონის ხელმძღვანელი თავდასხმებში მისი ვაჟების შესაძლო მონაწილეობის გამო დააკავეს და დაკითხეს. გამოძიების ცნობით, ბოროტმოქმედები თავდასხმას ერთი თვე გეგმავდნენ.
