აზიის განვითარების ბანკმა, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკმა, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50 პროცენტიან თანადაფინანსებას აზიის განვითარების ბანკი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განახორციელებს. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს. ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზიის განვითარების ბანკი და სახელმწიფო კომპანია თანაბრად ინაწილებენ ტენდერის ხარჯებს.
