ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს
ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. დისკუსია გაიმართება საქართველოზეც. იმსჯელებენ იმ ზომებზე, რომლებიც ევროპამ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო უნდა გაატაროს, თუმცა დღეს გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. დოკუმენტი ევროპელ ლიდერებს გადაეცემა. ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის კარის დახურვით იმუქრება, თუმცა მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავთ მინისტერიალის მონაწილე სხვა წევრებს.
