28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა
28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ირაკლი კობახიძე დეპუტატებს ანგარიშს გააცნობს. 171 გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ყველა სფეროს. ყურადღება გამახვილებულია ევროინტეგრაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე.
