„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა
„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა, კეთილდღეობის შეფასებით კი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე გაიყვანა. 2012 წლის შემდეგ „თავისუფლების“ შეფასების ხანგძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროპაში პირველ პოზიციაზეა, ხოლო 2012 წლის შემდეგ „კეთილდღეობის“ შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. თავისუფლების დონით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს უსწრებს. ორგანიზაცია თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საკუთრების უფლება. თავისუფლების შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით საქართველომ 73,38 მეასედი პროცენტი მიიღო. რაც შეეხება თავისუფლების სარეიტინგო პოზიციას, 2012 წლის შემდეგ საქართველო რეიტინგში 21 ადგილით დაწინაურებულია და იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომელთაც ამ პერიოდში ყველაზე მეტი ადგილით შეძლეს რეიტინგის გაუმჯობესება. კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ კეთილდღეობის ინდექსში, სადაც შეფასების ახალი ისტორულ მაქსიმუმს მიაღწია. შეფასების 100%-ანი სისტემით საქართველომ 74,99 მეასედი აიღო და მსოფლიოში 46-ე ადგილზე გავიდა. შეფასების ამ გრძელვადიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. რაც შეეხება კეთილდღეობის სარეიტინგო პოზიციის პროგრესს, 2012 წლის შემდეგ საქართველო რეიტინგში 17 ადგილით არის დაწინაურებული, რითაც მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.
