28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა
28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ირაკლი კობახიძე დეპუტატებს ანგარიშს გააცნობს. დოკუმენტში საუბარია ევროინტეგრაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე, დეოკუპაციასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.
