გიორგი მამარდაშვილი, ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით ლიდერია
გიორგი მამარდაშვილი, ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით ლიდერია. მამარდაშვილმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ პირველმა მეკარემ ჩეხეთის წინააღმდეგ რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ქართველმა კედელმა 11 დარტყმა მოიგერია, აქედან 6-ჯერ მეკარის საჯარიმოში, ყველაზე მეტი გოლის პრევენცია შეძლო და ყველაზე მეტჯერ დაიჭირა ბურთი ჰაერში. ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა „სოფასქორმა“ მამარდაშვილი მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში, საფეხბურთო ვარსკვლავებს შორის უმაღლესი შეფასებით შეიყვანა.
