საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე და გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე და გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება. 26 ივნისს, ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. დღეს ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გუნდი დახურულ ვარჯიშს გამართავს, ხვალ კი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველო - პორტუგალიის თამაში ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
