ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გრძელდება
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გრძელდება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ცნობილ ვეტერან ხელბურთელებს, ლევან გელაშვილსა და შოთა თევზაძეს. სპორტსმენებმა საჩვენებელი თამაში გამართეს. ასევე გაიმართა ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი. ქართული ქორეოგრაფიის ნიმუშები წარმოადგინა ანსამბლ „ერისიონთან“ არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაპრებმა“. საღამო ქართული პოლიფონიით დასრულდა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი „დიდგორი“ წარდგა.
