სულთმოფენობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა
სულთმოფენობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შეკრებილებს მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა. ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე. მეუფე იაკობმა ქადაგებისას ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. ქადაგებაში ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ ვითარებას, ევროინტეგრაციის გზაზე.
