2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა
2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა. წლევანდელ გლობალურ რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, სინგაპურს, ისრაელს, თურქეთს, ყველა მეზობელ ქვეყანას და ბევრ განვითარებად სახელმწიფოს. საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მდგრადი განვითარების 7 მიზანი, 33 კრიტერიუმი, საიდანაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 27 მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების 37 ინდიკატორში საქართველო შეფასდა, როგორც მდგრადი განვითარების მიზანს მიღწეული. მდგრადი განვითარების ისეთ ძირითად მიზნობრივ აგრეგატში როგორიცაა „ხარისხიანი განათლება“, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მოხვდა. მდგრადი განვითარების მე-16 მიზნობრივ აგრეგატში, „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზე გავიდა, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანაზე წინ არის, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, NATO-ს და ევროკავშირის წევრ ჯამში 12 სახელმწიფოს.
