გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ აიოვას შტატში წყალდიდობა გამოიწვია
გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ აიოვას შტატში წყალდიდობა გამოიწვია. ადიდებულმა წყალმა ქალაქი როკ ველი პრაქტიკულად მთლიანად დატბორა. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. სპეციალისტების ცნობით ამ მასშტაბის სტიქია შტატში 1963 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
