რუსეთში 15 წლის მოსწავლე ანტიპუტინისტური ფლაერების გავრცელებისთვის დააპატიმრეს
რუსეთში 15 წლის მოსწავლე ანტიპუტინისტური ფლაერების გავრცელებისთვის დააპატიმრეს. ორლოვის სასამართლომ არასრულწლოვანს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 15 წლის მოზარდს სასჯელის მოხდა აღმზრდელობით კოლონიაში მოუწევს. მედიაში გავრცელებული ცნობით, მოზარდი მეზობლების საფოსტო ყუთებში ფლაერებს დებდა წარწერით „შენ გჭირდება ასეთი პრეზიდენტი?“ მანამდე კი უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონის რიგებში ჩაწერას ცდილობდა. სასამართლომ ის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებშიც დამნაშავედ ცნო.
