დღეს ევროპის ჩემპიონატზე ა ჯგუფის 2 მატჩი გაიმართება
დღეს ევროპის ჩემპიონატზე ა ჯგუფის 2 მატჩი გაიმართება. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და მასპინძელი გერმანიის ნაკრები, შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო შოტლანდია, უნგრეთს შეხვდება. გერმანია რომელსაც 6 ქულა აქვს, ფლეი ოფში უკვე გასულია, მეორე პოზიციას 4 ქულით შვეიცარია იკავებს, მესამე პოზიციაზე 1 ქულით შოტლანდიაა, მეოთხე ადგილზე კი ნული ქულით უნგრეთი. ორივე მატჩი, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
