გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული და დასამახსოვრებელი თამაში
გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული და დასამახსოვრებელი თამაში. ქართველმა მეკარემ მსოფლიო აალაპარაკა. ავტორიტეტული სპორტული ონლაინ გამოცემა „სოფას ქორის“ ინფორმაციით, მამარდაშვილი მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველმა მეკარემ 11-ჯერ მოიგერია ბურთი. 6-ჯერ მეკარის საჯარიმოში. ყველაზე მეტი გოლის პრევენცია შეძლო და ყველაზე მეტი ბურთი დაიჭირა ჰაერში. ევროპის ჩემპიონატზე აღსანიშნავია, ჩვენი ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სტატისტიკაც. მიქაუტაძე ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის, 2 გატანილი ბურთით პირველ პოზიციაზეა.
