ისტორიული შეხვედრა და სადებიუტო ქულა ევროპის ჩემპიონატზე
ისტორიული შეხვედრა და სადებიუტო ქულა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. ევრო 2024-ზე კიდევ ერთხელ აჟღერდა ქართული ჰიმნი. ჰამბურგში, სტადიონზე მრავლად იყვნენ ქართველი გულშემატკივრები და მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდნენ ეროვნულ ნაკრებს. მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს. მათ მატჩი შეაფასეს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს.
