იტალიაში, კუნძულ კაპრიზე, ტურისტების ჩასვლა დროებით შეიზღუდა
იტალიაში, კუნძულ კაპრიზე, ტურისტების ჩასვლა დროებით შეიზღუდა. მიზეზი აკვადუკის დაზიანებაა, რის გამოც კუნძულზე წყლის მიწოდება შეწყდა. დამსვენებლები შეზღუდვის მოხსნას, ნეაპოლის პორტში ელოდებიან. კუნძულის მმართველობის მიერ გავრცელებული ცნობით, უახლოეს პერიოდში კუნძულზე შესვლის უფლებას იმ ტურისტებს მისცემენ, ვისაც სასტუმრო უკვე დაჯავშნილი აქვთ. ადმინისტრაციის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა კუნძულზე წყლის მიწოდება ავზებით მოხდეს.