სტიქია შვეიცარიაში
სტიქიას უმკლავდებიან შვეიცარიაშიც. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. უხვი ნალექის გამო, რამდენიმე მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, დაიტბორა გზები და სოფლები. ერთ-ერთ სოფელში წყალმა 3 საცხოვრებელი სახლი და 3 მანქანა წაიღო. ხუთ სოფელს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
