საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე, ტყის ხანძრის საქმეზე, 13 ადამიანი დააკავეს
საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე, ტყის ხანძრის საქმეზე, 13 ადამიანი დააკავეს. ცნობას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს და იუწყება, რომ ხანძარი კუნძულის ტყეში, იახტიდან გაშვებული ფეიერვერკის შედეგად გაჩნდა. 13-ვე დაკავებული საბერძნეთის მოქალაქეა. მეხანძრეების ცნობით, სტიქიის ზონაში სიტუაცია უკვე კონტროლს ექვემდებარება. ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრებს ქვეყნის სხვა რეგიონებიც ებრძვიან.