თელ-ავივში მორიგი საპროტესტო აქცია, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
თელ-ავივში მორიგი საპროტესტო აქცია, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარტია ლიკუდის შტაბ ბინასთან შეკრებილები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლები იმართება იერუსალიმშიც.
