რუსული საოკუპაციო ძალა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევას აძლიერებს
რუსული საოკუპაციო ძალა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევას აძლიერებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გასწვრივ, 99 საბრძოლო შეტაკება მოხდა. თავდასხმები გრძელდება ხარკოვზე. გავრცელებული ცნობით, რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 37 ადამიანი, მათგან 2 ბავშვია.
