გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ეფ და ე ჯგუფების, შეხვედრები გაიმართა
გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ეფ და ე ჯგუფების, შეხვედრები გაიმართა. ჩვენს ჯგუფში დიდი ანგარიშით დამარცხდა თურქეთის ნაკრები, რომელიც პორტუგალიამ 3-ბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. პორტუგალიამ რომელიც ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში საქართველოს დაუპირისპირდება, აღნიშნული მოგებით ფლეი ოფის საგზური მოიპოვა. ეფ ჯგუფში პირველ პოზიციაზე პორტუგალია 6 ქულით, შემდეგ 3 ქულით მოდის თურქეთის ნაკრები, მესამე და მეოთხე პოზიციაზე კი თითო ქულით, ჩეხეთის და საქართველოს გუნდები არიან. ე ჯგუფში ბელგიამ დამაჯერებლად ანგარიშით 2:0 დაამარცხა რუმინეთი. ჯგუფში ბოლო ტურის წინ ოთხივე გუნდს 3 ქულა აქვს. პირველ ადგილზე რუმინეთი დარჩა, მეორეზე ბელგიაა, მესამე ადგილს სლოვაკეთი იკავებს, ხოლო მეოთხეს უკრაინა. მესამე ტურში ბელგიელთა მეტოქე უკრაინა იქნება, ხოლო რუმინეთი სლოვაკეთს დაუპირისპირდება.