შესანიშნავი სტატისტიკა
გიორგი მამარდაშვილის თამაში გამოარჩია, ავტორიტეტულმა სპორტულმა ონლაინ გამოცემა „სოფას ქორმა“. გამოცემა წერს, რომ გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 4 რეკორდი დაამყარა. ყველაზე მეტი, 11-ჯერ მოგერიებული ბურთი, 6 მოგერიება მეკარის საჯარიმოში, ყველაზე მეტი გოლის პრევენცია და ყველაზე მეტი ჰაერში დაჭერილი ბურთი. ევროპის ჩემპიონატზე აღსანიშნავია, ჩვენი ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სტატისტიკაც. მიქაუტაძე ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის, 2 გატანილი ბურთით პირველ პოზიციაზეა.
