თბილისის საკრებულომ მხატვარ ზურაბ გომელაურის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა
თბილისის საკრებულომ მხატვარ ზურაბ გომელაურის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე მხატვრის 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ზურაბ გომელაურის ნახატები მინიმალისტურ სტილში შესრულებული ფიგურებით, სიმბოლოებით და ორნამენტებით გამოირჩევა.
