ამერიკის საავტომობილო გაყიდვების სფეროში დანერგილი “სიდიქეის” სისტემის შემქმნელი კომპანიისგან ჰაკერების დაჯგუფება მილიონობით დოლარს ითხოვს
ამერიკის საავტომობილო გაყიდვების სფეროში დანერგილი “სიდიქეის” სისტემის შემქმნელი კომპანიისგან ჰაკერების დაჯგუფება მილიონობით დოლარს ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო “ბლუმბერგი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა, ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ავტომობილების გადამყიდველი მსხვილი კომპანიები სრულფასოვნად ვაჭრობას ვეღარ ახერხებენ, რადგანაც პროგრამა “სიდიქეი” ჰაკერთა თავდასხმის შედეგად თითქმის პარალიზებულია. “სიდიქეის” წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.
