გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიში მიიტანეს
გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიში მიიტანეს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე ორი ენერგეტიკოსი დაშავდა. დაზიანებულია ზაპოროჟიესა და ლვოვის ოლქებში მდებარე ენერგო ობიექტები. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ხერსონზე, რის შედეგადაც პოლიციელი დაიღუპა.
