"საზოგადოება ქართული" რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს
"საზოგადოება ქართული" რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს. ამჯერად შეხვედრა ზუგდიდში, ნიკოსეულ სასახლეში გაიმართა. "საზოგადოება ქართულის" დამფუძნებლებმა და წევრებმა შეკრებილებს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნეს. მათი განცხადებით, საინფორმაციო გასვლითი შეხვედრები გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში, რადგან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ პროცესებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა, მათი იდეების შეჯერება და გაზიარება.
