მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ფრანგმა მწვრთნელმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს მესამე წელია ამზადებს, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და ჩეხეთის გუნდი საკმაოდ რთულ მეტოქედ დაახასიათა. სანიოლთან ერთად პრეს კონფერენციაზე ასევე იმყოფებოდა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც პირველ ტურში თურქეთთან საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა.
