ჯეფრი საქსის ინტერვიუ
ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა, პირს მორგანთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სხვა სუვერენული სახელმწიფოების მთავრობების ჩამოგდებასა და ომების დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. საჯარო პოლიტიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი განმარტავს, რომ სწორედ ვაშინგტონის ქმედებებით არის პროვოცირებული ბოლო წლების ომები. ჯეფრი საქსის თქმით, 2014-ი წლის სისხლიანი ევრომაიდანის უკან შეერთებული შტატები იდგა. საქსის თქმით ვაშინგტონი ისე იქცევა როგორც უნდა და შტატების პოზიციას ამ სიტყვებით განმარტავს “თქვენი საქმე არ არის რას ვაკეთებთ სხვა ქვეყნებში”. ასეთი მიდგომა კი აფეთქებამდე მიგვიყვანს - ამბობს ჯეფრი საქსი. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, უარი თქვას სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე.
