სტიქია იმერეთში - ადიდებულმა ხანისწყალმა სოფელ ხანში ცენტრალური გზა წაიღო
სტიქიას ებრძვიან იმერეთში. ბაღდათში მდინარე ხანისწყალი ადიდდა და სოფელ ხანში ცენტრალური გზა წაიღო. დატბორილია ზეკარის ქარხანა, მოსახლეობას დაეხოცა ფუტკარი , დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბაღდათის მერის კახა ენუქიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ალტერნატიული გზის გაწმენდითი სამუშაოები, შესაბამისად არცერთი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი არ დარჩება. მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის
