ირაკლი კობახიძე: პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა, ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ
ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ხვალ ჩვენი გუნდი ჩეხეთს მოუგებს. ირაკლი კობახიძემ უპასუხა მედიის კითხვას, რომელიც ღირსების ორდენების სიასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხება. მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა სცადა
