ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს
ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს. ჰამბურგში ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელიც პირველ ტურში პორტუგალიელებთან 1:2 დამარცხდა. ქალაქ ფელბერტში გუნდმა დღეს დილით ბოლო საწვრთნელი პროცესი ჩაატარა. ოთარ კიტეიშვილს გუნდთან ერთად ისევ არ უვარჯიშია. ის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და სავარაუდოდ, თანაგუნდელებს ამჯერადაც ვერ დაეხმარება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მისი მთავარი არბიტრი, გერმანელი დანიელ ზიბერტი იქნება
