ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა, პირს მორგანთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სხვა სუვერენული სახელმწიფოების მთავრობების გადაყენებასა და ომების დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა
ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა, პირს მორგანთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სხვა სუვერენული სახელმწიფოების მთავრობების გადაყენებასა და ომების დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. საჯარო პოლიტიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი განმარტავს, რომ სწორედ ვაშინგტონის ქმედებებით არის პროვოცირებული ავღანეთის, სირიის, ერაყისა და უკრაინის ომი. ჯეფრი საქსის თქმით, 2014 წლის სისხლიანი ევრომაიდანიც შეერთებული შტატების მხრიდან, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების მცდელობას მოჰყვა. ჯეფრი საქსი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს რომ მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან და უარი თქვას სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე
