ირაკლი კობახიძე: სრული ფარსი იყო კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება
კანადის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის მიღების ფონზე, პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სრული ფარსი იყო კამპანია, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული კანონის კრიტიკას საფუძველი არ ჰქონდა
