კანადის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შესახებ“ კანონის დაჩქარებული წესით მიღების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ორმაგ სტანდარტზე საუბრობს
კანადის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შესახებ“ კანონის დაჩქარებული წესით მიღების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მმართველი გუნდი სვამს კითხვას როგორ შეიძლება კანონმა, რომელიც სხვა ქვეყნებში დემოკრატიას აძლიერებს, საქართველოში დემოკრატია დააზიანოს. ოპოზიცია კი მმართველი გუნდის ამ არგუმენტებს არასერიოზულს და უსაფუძვლოს უწოდებს. კანადამ საკმაოდ მკაცრი ზომები განსაზღვრა. ხუთი მილიონი კანადური დოლარი, ხუთწლიანი პატიმრობა ან სასჯელის ორივე ზომა ერთად. დოკუმენტის მთავარი მიზანია, უცხოური ძალის მიერ პოლიტიკურ თუ სამთავრობო პროცესებზე არაგამჭვირვალე გავლენის შეკავება
