ენერგეტიკის სექტორს მთავრობა მხარდაჭერის ახალ წესს სთავაზობს
ენერგეტიკის სექტორს მთავრობა მხარდაჭერის ახალ წესს სთავაზობს. ენერგეტიკული გენერაციის ობიექტების განვითარებით დაინტერესებულ კომპანიებს, ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ელექტროენერგიაზე ფიქსირებული გარანტირებულ ტარიფს შესთავაზებს. კერძოდ, მთავრობამ შემოიტანა პირდაპირი მოლაპარაკების წესი. შედეგად, ნებისმიერ მსურველს, ვისაც დაგეგმილი აქვს საქართველოში ენერგოგენერაციის პროექტების განვითარება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მიეცემა შესაძლებლობა, ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკების გზით მიიღოს ფასთაშორის სხვაობის მექანიზმით გათვალისწინებული გარანტირებული მხარდაჭერა.
