პირველმა ვიცე-პრემიერმა კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტსის’’ ათი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტსის’’ ათი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა პროგრამის- „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმოს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ კომპანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. „ჯეორჯიან პროდაქტსი“ შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქცია წარმატებით გააქვს ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. კომპანია პროდუქციის 100-ზე მეტ სახეობას აწარმოებს, საწარმოში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
