უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება
უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება,– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა. შეგახსენებთ, ერთერთ ტელეეთერში საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება ქართველი ზელენსკის გამოჩენას ელოდება.
