საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ქართველი ფეხბურთელები ერთ საათში ქალაქ ფელბერტში ივარჯიშებენ, რის შემდეგაც ჰამბურგში გაემგზავრებიან, სადაც საღამოს სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩატარდება. კვლავაც ინდივიდუალური პროგრამით ემზადება ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც პირველი ტურის თამაში გამოტოვა. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
