ევროკავშირსა და ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა-გაჯანსაღებასა და ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა
ევროკავშირსა და ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა - გაჯანსაღებასა და ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც ევროკავშირისა და აშშ-ის სავაჭრო პარტნიორია ჩინეთი, საქართველოს კი, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობებისთვის აკრიტიკებენ.
